რატომ აპირებდა მონაკოს პრინცესა გაქცევას

რატომ აპირებდა მონაკოს პრინცესა გაქცევას

მიუხედავად იმისა, რომ მონაკოს პრინც ალბერტისა და მისი საცოლის შარლინ უიტსტოკის ქორწილი შედგა, პატარძლის გარშემო მითქმა-მოთქმა არ ცხრება. ამბობენ, რომ შარლინს მონაკოს დატოვება უნდოდა და გაქცევა 3-ჯერ სცადა.

იმასაც ამბობენ, რომ პირველად შარლინმა გაქცევა პარიზში საქორწილო კაბის მოზომვისას სცადა - მან თავშესაფარი სამხრეთ აფრიკას სთხოვა, მაგრამ ამაოდ, და კვლავ მონაკოში დაბრუნდა.

მეორედ ქვეყნის დატოვება შარლინმა "ფორმულა 1"-ის დროს სცადა, მესამედ კი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. მაშინ ვრცელდებოდა ჭორი, რომ შარლინს აეროპორტში პასპორტი ჩამოართვეს.

გაზეთ Le Journal Du Dimanche-თან საუბრისას რამდენიმე ანონიმმა წყარომ განაცხადა, რომ შარლინს ხელი სპეციალურ კონტრაქტზე მოაწერინეს, სადაც მთავარი პუნქტი კანონიერი მემკვიდრის დაბადებაა. გარდა ამისა, შარლინმა მორალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს მეუღლეს იმ შემთხვევაში, თუ პრინც ალბერტს სხვა უკანონო შვილები კიდევ აღმოაჩნდება.

პრინც ალბერტს 2 უკანონო შვილი უკვე ჰყავს. ვრცელდება ხმები, თითქოს ალბერტს 18 თვის შვილი იტალიელი ქალბატონისგანაც ჰყავს, რომელიც სულ მალე "მსოფლიოსთვის სიმართლის განდობას" აპირებს.

მომზადებულია Spletnik-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა