მონაკოს პრინცესას, შარლინ უიტსტოკის საქორწინო კაბას 2500 საათი კერავდნენ. კაბა იტალიელი დიზაინერის ჯორჯო არმანის შექმნილია.
კაბის მორთვას 30 ათასი ოქროსფერი მარგალიტი, 40 ათასი სვაროვსკის თვალი, 20 ათასი სადაფის თვალი და 2500 საათი დასჭირდა.
აბრეშუმის ქსოვილისგან დამზადებულ ფატას, რომელიც 20 მ. სიგრძის იყო, უწვრილესი ნაქარგების გამო 100 საათი კერავდნენ.
ჯორჯო არმანი შარლინის საყვარელი დიზაინერია. მეორე კაბაც, რომელიც შარლინს ქორწინების დღის მეორე ნახევარში ეცვა, არმანიმ შეკერა.
მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.