მას შემდეგ რაც მომღერალმა სტინგმა საქართველო დატოვა, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი საყვირი კრის ბოტი თანხმლებ მუსიკოს ქალბატონებთან ერთად საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეუღლის დაბადების დღეს დაესწრო.
იმასაც ამბობენ, რომ დაბადების დღეს, რომელსაც სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლების უმეტესობა მეუღლებთან ერთად ესწრებოდა, საკმაოდ მხიარულად ჩაუვლია. დაბადების დღეზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც "შეიარა". ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე კი, როგორც თვითმხილველებმა შენიშნეს, მეუღლესთან ერთად განმარტოებით იჯდა და საერთო მხიარულებაში არ ერეოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუსიკოსის საქართველოში სტუმრობის ერთი დღით გახანგრძლივების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ. ზოგიერთი დაინტერესდა კიდეც, თუ მართლა დარჩა ბოტი საქართველოში, რატომ არ შეიძლებოდა, ეს უანგაროდ გაეკეთებინა.
სტინგს საქართველოში ვიზიტის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 700 ათასი დოლარი გადაუხადეს.