”კარიბის ზღვის მეკობრეების” ვარსკვლავი პენელოპა კრუზი დეკრეტული შვებულებიდან გამოვიდა. მსახიობი პატარა ლეოს დაბადებიდან ნახევარ წელიწადში უკვე გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა.
პენელოპას გადასაღებ მოედანზე გამოჩენამ დაუვიწყარი ეფექტი მოახდინა. ”დოლჩე & გაბანას” წითელ მოკლე კაბაში გამოწყობილი მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება. მან სულ რაღაც ნახევარი წლის წინ პირველი შვილი გააჩინა.
ფილმში The Bop Decameron პენელოპა მთავარი გმირის მეუღლეა. მთავარი გმირი კი თავად ფილმის რეჟისორი ვუდი ალენია. ვუდი ალენი 4 წელია საკუთარ ფილმში არ გამოჩენილა. The Bop Decameron ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.
მომზადებულია woman.ru-ს მიხედვით.