ობამამ კონგრესმენებთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია

ობამამ კონგრესმენებთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია

ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, სახელმწიფო ვალის ზღვარის აწევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი მიღწეულია. "გაზეტა.რუ"-ს ცნობით, თეთრ სახლთან მოლაპარაკებებით რესპუბლიკელებიც კმაყოფილი არიან.

ობამა მიესალმება სენატორების მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისა და ვალის ზღვრის აწევის გეგმას. მან კონგრესმენებს მოუწოდა "სიმბოლური ჟესტები" გვერდით გადადონ და კანონების წერით დაკავდნენ.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი 2 აგვისტომდე სახელმწიფო ვალის ზღვართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს, აშშ დეფოლტის გამოცხადების საშიშროების წინაშე დადგება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა