პოლ მაკარტნიმ 11 სექტემბრის ტერაქტზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

პოლ მაკარტნიმ 11 სექტემბრის ტერაქტზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ცნობილმა მუსიკოსმა პოლ მაკარტნიმ, 11 სექტემბრის ტერაქტის თემაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

სურათი სახელწოდებით "The Love We Make" ეკრანებზე მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გამოვა.

ფილმი, ძირითადად, იმ საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზების დეტალებს ასახავს, რომელიც მაკარტნიმ ნიუ-იორკში ტერაქტის შემდეგ გამართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი, ერიკ კლეპტონი და ელტონ ჯონი.

დოკუმენტურ ფილმში შესულია კადრები ლეონარდო დიკაპრიოს, ჰარისონ ფორდის, ბილ კლინტონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მონაწილეობით.

ფილმში ნაჩვენებია მაკარტნისა და ამერიკელი მოქალაქეების დიალოგები, რომლებიც მომღერალმა ტერაქტის შემდეგ ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღო.

მომზადებულია  telegraph.co.uk-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება