ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმას 80 ადამიანი ემსხვერპლა

ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმას 80 ადამიანი ემსხვერპლა

ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაჭრილთა შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება. "სკაი ნიუსის" ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ვინმე ანდრეს ბერინგ ბრეივიკია, რომელიც დაკავებისას დაიჭრა. პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, არც ერთი ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრი არ არის და ის მარტო მოქმედებდა.

მომხდარი, პოლიციის თქმით, უფრო შეშლილის ნამოქმედარს გავს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი კუნძულზე მარტო იყო. მან ადამიანების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

32 წლის ნორვეგიელი, ასევე ეჭვმიტანილია გუშინ ოსლოს ცენტრში მომხდარ აფეთქებაშიც, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა.

კუნძული უტოია ოსლოდან 32 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკებია. ბანაკი ნორვეგიის მმართველი პარტიის მიერაა მოწყობილი და იქ ტრადიციულად 14-18 წლის ასაკის ახალგაზრდები ისვენებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა