ემი ვაინჰაუსის ყოფილი ქმარი: "ცრემლი არასოდეს შემაშრება"

ემი ვაინჰაუსის ყოფილი ქმარი: "ცრემლი არასოდეს შემაშრება"

ემი ვაინჰაუსის ყოფილმა მეუღლემ ვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ შუაღამისას ციხეში შეიტყო. ბლეიკ ფილდერ-სივილი სასჯელს ძარცვისთვის იხდის. 29 წლის ყოფილმა ნარკომანმა ემის თავისი ცხოვრების სიყვარული უწოდა. "ვერაფერი დამამშვიდებს, ცრემლი არასოდეს შემაშრება. ემი ძალიან მიყვარდა. ასეთი გრძნობა სხვა ქალის მიმართ აღარასოდეს მექნება",-განაცხადა ბლეიკმა.

რამდენიმე კვირის წინ ემის მეგობრებისთვის უთქვამს, რომ მისი ნარკოტიკებისგან დახსნა მხოლოდ ბლეიკს შეუძლია. რაც შეეხება ბლეიკის ამჟამინდელ საყვარელს, სარა ასპინს, ფილდერის მონახულების შემდეგ მან თვალცრემლიანმა განაცხადა: "ბლეიკი ემის სიკვდილმა დააცარიელა და დაანგრია. მას არ სჯერა, რომ ემი დაიღუპა და მას ვეღარასოდეს ნახავს".

ემისა და ბლეიკის რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი მაიამიში 2007 წელს დაქორწინდა.

ნარკოტიკებზე დამოკიდებული ემი ვაინჰაუსი ბლეიკ ფილდერ-სივილზე დაქორწინების შემდეგ გახდა. 2009 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ იმ დროისთვის ვაინჰაუსი უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო. განქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე ბლეიკმა მეუღლის ნარკოდამოკიდებულებაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

"უდიდესი შეცდომა დავუშვი, როდესაც ემის ჰეროინი გავასინჯე, - აცხადებდა ბლეიკი, - მე ხომ მასზე უფროსი ვიყავი და შესანიშნავად მესმოდა, რომ ნარკოტიკები ემის ცხოვრებას დაუნგრევდა".

მომზადებულია www.thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება