ჩავესმა ამომრჩევლები საკუთარი გამელოტების შესახებ გააფრთხილა

ჩავესმა ამომრჩევლები საკუთარი  გამელოტების შესახებ გააფრთხილა

ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი იუმორს ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლის დროსაც არ კარგავს.

მან ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, მალე ქიმიოთერაპიის კურსის შედეგად გამელოტდეს და ამერიკელ მსახიობ იულ ბრინერს დაემსგავსოს, რომელიც ფილმებში ქაჩალ პერსონაჟებს განასახიერებს.

"შესაძლოა, რამდენიმე დღის შემდეგ მელოტი ჩავესი იხილოთ, - განაცხადა ჩავესმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, - გახსოვთ იულ ბრინერი? მე იულ ჩავესი ვიქნები".

მიუხედავად იმისა, რომ ჩავესი რამდენიმე თვეში გამელოტდება, მან ამომრჩევლებს მომავალ არჩვენებში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"უფალს ვთხოვ, რომ ყველანი ცოცხლები ვიყოთ და მომავალ წელს არჩევნებში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ", - განაცხადა მან.

2012 წელს ვენესუელაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა