"მის საქართველო 2010" დეა არაყიშვილი მოდელობას თავს ანებებს და უნდა, თავის პროფესიას აქტიურად მოჰკიდოს ხელი, ხარისხის დაცვას აპირებს საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. დეა რომ კარგი დიპლომატია, ეს ინტერვიუს ჩაწერის დროს შევამჩნიე, მაშინ, როცა საქმე სიყვარულის თემას შეეხო. მოდელმა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დეტალები გაგვანდო და რაც მთავარია, ექსკლუზიურად ამ თემაზე სწორედ "რეიტინგთან" ისაუბრა.
- რა შეიცვლა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც "მის საქართველო" გახდი?
- ძალიან ბევრი რამ, პირველ რიგში, ჩემი ცხოვრებისეული გეგმების ნაწილი შეიცვალა, ნაწილი გადაიდო, შეიცვალა ასევე ცხოვრების სტილი და რიტმი, ადრე უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა, ასევე გადაიდო ჩემი საუნივერსიტეტო გეგმები, თუმცა სექტემბრიდან ვუბრუნდები ამ ყველაფერს და ძალიან მიხარია.
- გაგვიმხილე, რა გეგმები გადადე და რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
- "მის საქართველომდე" რაღაც პერიოდით ადრე გადავწყვიტე, თავი დამენებებინა სამოდელო კარიერისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონკურსის ორგანიზატორებისგან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მონაწილეობის თაობაზე, დიდი ფიქრის შედეგად გადაწყვეტილება შევცვალე და ცოტა ხნით გადავდე სამოდელო ბიზნესიდან წასვლა. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ სწორად მოვიქეცი.
- ახლა ის გვითხარი, ამ ცხელ ზაფხულს სად ატარებ? და საერთოდ, როგორი დასვენება გიყვარს?
- მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ბევრ რაღაცას ვარ შეჭიდებული და ძალიან ვიღლები, ზაფხულში მაინც აქტიურ დასვენებას ვამჯობინებ.
- ახლა ბათუმში ვისთან ერთად ხარ?
- მეგობრებთან ერთად. სანამ საქართველოში ვიქნები, ბათუმს შევაფარებ თავს, მერე კი თურქეთში გავაგრძელებ დასვენებას.
- პლაჟზე ხომ არ გაწუხებენ ზედმეტი ყურადღებით?
- ყურადღების ცენტრში ყოფნას ვერ გავექცევი და ამას უკვე მივეჩვიე. რაღაც-რაღაც ინციდენტებიც ხდება, მაგრამ როცა მეგობრებთან ერთად ვარ, თავს მშვიდად ვგრძნობ, ახერხებენ ჩემს დაცვას.
- შემთხვევით შეყვარებულიც ხომ არ გახლავს თან?
- კი.
- ოოო, საინტერესოა. გაგვიმხილე, ვინ არის შენი რჩეული...
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ გაგიმხელთ...
- ის მაინც გვითხარი, შენი რჩეული ცნობილი პიროვნებაა? იცნობს საზოგადოება? რატომ მალავ მას?
- ცნობადობა ფარდობითია, გააჩნია რა წრეშია ცნობილი... მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ მოდის ბიზნესთან და შოუბიზნესთან შეხება არ აქვს.
- ბიზნესთან? მოდი, ექსკლუზიურად გაგვიმხილე....
- დიახ, ბიზნესმენია, მაგრამ მისი სახელის გამხელისგან ჯერჯერობით მაინც თავს შევიკავებ, სანამ ჩვენი ურთიერთობა საბოლოო სახეს მიიღებს, ასე მირჩევნია (იღიმება).
- რას ფიქრობს შენი საქმიანობის შესახებ? როგორ გაფასებს? წინააღმდეგი ხომ არ არის შენი მოდელობის?
- არანაირად, ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და მითხრა, რომ თუ მოდელობის გაგრძელებას მოვინდომებდი, ხელს შემიწყობდა, მაგრამ როგორც გითხარით, ჯერ არც ჩვენი ურთიერთობა იყო და არც "მის საქართველო", როცა უკვე მინდოდა ამ სფეროდან წასვლა. ახლა მით უმეტეს ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ჩემი თავი ამოვწურე ამ ბიზნესში...
- ოჯახის შექმნას თუ აპირებთ ახლო მომავალში?
- აუცილებლად ვაპირებთ ოჯახის შექმნას, მაგრამ კონკრეტულად როდის, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. თქვენს ჟურნალს ექსკლუზიურად ვუმხელ, რომ შეყვარებული მყავს და დაოჯახებასაც ვაპირებ, აქამდე ეს თემაც დახურული მქონდა.
- ალბათ საჩუქრებითა და სიურპრიზებით განებივრებს...
- კი, რა თქმა უნდა. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველი დღე ჩემთვის მისი წყალობით სურპრიზებითაა სავსე. ახლა სწორედ მისი ბოლო სიურპრიზის შესახებ გიამბობთ. რამდენიმე დღის წინ სრულიად მოულოდნელად დამირეკა და მითხრა, რომ ის კაბა მიყიდა, რომელშიც "მის საქართველოზე" გვირგვინი დამადგეს, იცოდა, რამდენს ნიშნავდა ის კაბა ჩემთვის და გამახარა.
- თუ არის თემები, რაზეც კამათობთ?
- არ არსებობს... რაც ვიცნობ, ჯერ ერთხელაც არ გვიკამათია და ეს ორივეს გვაკვირვებს, ერთმანეთს აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით, არადა, მე საკმაოდ რთული ადამიანი ვარ და რთულია ჩემი გაგება, მაგრამ მას ყველაფერი ისე ესმის, როგორც უნდა ესმოდეს.
- შენს სირთულეში რა იგულისხმება?
- პირველ რიგში, ის რომ ადვილად ვერ შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში, უცხოებთან მით უმეტეს, ძნელია ჩემი გახსნა, ხასიათიც ცვალებადი მაქვს და შეიძლება, წუთში ათჯერ შემეცვალოს განწყობა. მას კი ჩემთან ურთიერთობაში ამდენი ხნის განმავლობაში ერთი შეცდომაც არ დაუშვია...
- ეს არის ადამიანი, ვისზეც ოცნებობდი? შეგიძლია თქვა, რომ იდეალური მამაკაცი იპოვე?
- კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარია... ხშირად მითქვამს, რომ ჩემთვის ის მართლაც იდეალური მამაკაცია... ზედმეტადაც კი...
- გარდა იმისა, რომ ამ ზაფხულს რჩეულთან ერთად ატარებ, კიდევ რითია გამორჩეული?
- დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)