საკულტო სერიალისა და ორი სრულმეტრაჟიანი ფილმის - "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელების გადაღება აღარ იგეგმება.
ამის შესახებ ფილმის შემქმნელმა მაიკლ პატრიკ კინგმა განაცხადა.
"მე "კერის დღიურებზე" არ ვმუშაობ. ჩემვის კერი ბრედშოუ 33-დან 43 წლამდე ასაკის ქალია და საერთოდ არ მაინტერესებს მისი სკოლის წლები, არც ბუშნელის ეს წიგნი წამიკითხავს", - განაცხადა კინგმა.
ადრე საუბრობდნენ იმაზე, რომ მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმი კენდის ბუშნელის წიგნის - "ქერის დღიურების" მიხედვით უნდა გადაეღოთ, რომელიც მაყურებელს სარა-ჯესიკა პარკერის გმირის კერი ბრედშოუს სკოლის წლებზე მოუთხრობდა.
მომზადებულია Hamariweb-ის მიხედვით.