ადამიანი-ობობა შავკანიანი ხდება

ადამიანი-ობობა შავკანიანი ხდება

ადამიანი-ობობას შემქმნელებმა კომიქსების ცნობილი პერსონაჟის გარეგნობაში კარდინალური ცვლილებები შეიტანეს. ახალი ადამიანი-ობობა თაყვანისმცემლების წინაშე არამარტო ახალი კოსტუმით, არამედ განსხვავებული კანის ფერითაც წარდგება.

კომიქსების ახალი გმირი აფროამერიკელი მაილზ მორალესი იქნება. ის პიტერ პარკერის თაყვანისმცემელია, რომელიც თავისი კერპის სიკვდილის გამო შურისძიებას გადაწყვეტს და ამ მიზნით სუპერგმირის კოსტუს მოირგებს.

მორალესი თავის წინამორბედს არაფრით ჰგავს.

"ის პიტერზე ახალგაზრდაა, განსხვავებული წარმოშობა და ცხოვრებისეული შეხედულებები აქვს", - ამბობს მწერალი ბრაიან ბენდისი.

მისი თქმით, ადამიანი-ობობას შემქმნელების მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად ზუსტად ასახონ თანამედროვე სამყარო. ადამიანი-ობობას შესახებ ახალი კომიქსი შემოდგომიდან გაიყიდება.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება