ოდრი ტატუ კინოდან მიდის

ოდრი ტატუ კინოდან მიდის

ცნობილი ფრანგი მსახიობი ოდრი ტატუ, რომელიც მსოფლიომ ფილმ "ამელიში" მთავარი როლის შესრულების შემდეგ გაიცნო, კინოდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ ოდრიმ გაზეთ The Daily Telegraph-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განახცხადა.

"ჩემს კარიერაზე მიჯაჭვული არ ვარ, მინდა, რომ ხატვა დავიწყო, სახვითი ხელოვნება ძალიან მაინტერესებს, მაგრამ მის შესასწავლად დრო არასოდეს მქონდა", - ამბობს ტატუ.

ფრანგი ვარსკვლავი ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ კინოში შემთხვევით მოხვდა. მას მიაჩნია, რომ ვარსკვლავობა ადამიანებს დიდ ძალაუფლებას ანიჭებს, თუმცა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მას კი თავისუფლება ურჩევნია. "არ ვარ მზად გავხდე ისეთი, როგორიც სინამდვილეში არ ვარ", - ამბობს მსახიობი.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება