მუამარ კადაფის უმცროსი შვილი - ხამისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს ავიაიერიშებს ემსხვერპლა, სატელევიზიო ეთერში გამოჩნდა.
ლიბიის სახელელმწიფო ტელევიზიამ 10 აგვისტოს უჩვენა კადრები, სადაც ხამის კადაფი დაჭრილებს ხვდება. როგორც "ალ-ჯაზირა" აღნიშნავს, კადრზე აღბეჭდილი სამხედროფორმიანი პირი ძალიან ჰგავს ხამისს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ კადრები 9 აგვისტოს არის გადაღებული. ხამის კადაფის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია კი ამბოხებულებმა 5 აგვისტოს გაავრცელეს.
ნატო-მ ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი ავიაიერიში 8 აგვისტოს განახორციელა. ლიბიის მთავრობის ინფორმაციით, მას 85 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის - 33 ბავშვი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის არსებობას კატეგორიულად უარყოფს. ალიანსის წარმომადგენელ როლან ლავუას განცხადებით, დასავლური ავიაცია "უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით იცავს" და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას არ დაუშვებს.
მომზადებულია english.aljazeera.net-ის მიხედვით