თავისუფლების ქანდაკება ერთი წლით დაიხურება

თავისუფლების ქანდაკება ერთი წლით დაიხურება

ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკებაზე შიდა სარემონტო სამუშაოები იწყება. იმისთვის, რომ აშშ-ის სიმბოლოს დათვალიერება ტურისტებისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს, ოფიციალურმა პირებმა მისი ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეს.

მონუმენტსა და კუნძულ ელისს ნაციონალური პარკის ადმინისტრაცია მართავს. მათი განცხადებით, ქანდაკება 25 ოქტომბერს, მონუმენტის 125-ე იუბილეზე გაიხსნება.

აშშ-ის სიმბოლოს ფან-კლუბმა ქანდაკების ერთი წლით დახურვის ფაქტი უარყოფითად შეაფასა. მათი თქმით, ცუდია, როდესაც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ამდენი ხნით იხურება.

"ეს დიდი ნაბიჯია იმისთვის, რომ მე-19 საუკუნის ხატი, 21-ე საუკუნეში გადავიდეს", - განაცხადა მონუმენტის ინტერიერის ხელმძღვანელმა კენ სალაზარმა.

მომზადებულია www.telegraph.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა