რამდენიმე წუთის წინ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში სროლის ხმა ისმოდა

რამდენიმე წუთის წინ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში სროლის ხმა ისმოდა

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა ამ წუთებში პოლიციის მიერ ალყაშია მოქცეული.

ადგილობრივი გამოცემა "Postimees" იუწყება, რომ ამის მიზეზი შენობაში მომხდარი სროლა გახდა.

სამინისტროს თანამშრომლის ცნობით, ის პირველ სართულზე განთავსებულ კაბინეტში იჯდა, როდესაც სროლის ხმა გაიგო, რომელიც ოცი წუთის ინტერვალით კვლავ განხორციელდა.

ამ დროისთვის ჯავშანჟილეტიანი პოლიციელები შენობას და მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებენ. კომენტარები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა