სექსი დიდ პოლიტიკაში

სექსი დიდ პოლიტიკაში

სკანდალი და თანაც სექსუალური, პოლიტიკაში იშვიათად ხდება, მაგრამ მისი მასშტაბები ყოველთვის დიდია. იქნება ეს ქვეყნის პრეზიდენტი, თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათი ინტიმური ცხოვრება საზოგადოებისთვის ყოველთვის ერთნაირად საინტერესოა.

ხუთი ყველაზე გახმაურებული სექსუალური სკანდალი, რომლებმაც პოლიტიკოსთა იმიჯი საგრძნობლად შელახა:

1. აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი - "მე არ ვწოლილვარ ქალბატონ ლევინსკისთან"

დაახლოებით, 10 წლის წინ მომხდარი სკანდალი ორ მხატვრულ ფილმს, რამდენიმე დოკუმენტურ წიგნსა და ათობით რომანს დაედო საფუძვლად. სკანდალის მიზეზი აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის კაბინეტში გადაღებული ორალური სექსის ამსახველი ფოტომასალა გახდა.

ქალი, რომელთან კავშირშიც პრეზიდენტი ამხილეს, ყველასთვის უცნობი მონიკა ლევინსკი, XX საუკუნის ყველაზე პოპულარული ქალბატონი გახდა.

აშშ-ის კონსერვატორმა საზოგადოებამ პრეზიდენტს მეუღლის ღალატი ვერ აპატია. 2001 წელს ბილ კლინტონი  თეთრი სახლიდან უხმაუროდ წავიდა.

2. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი - "გარშემო იმდენი ლამაზი ქალია, მე კი წმინდანი არ ვარ"

მართალია, სიაში პირველ ადგილზე აშშ-ის პრეზიდენტია, მაგრამ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სკანდალებში ნამდვილი რეკორდსმენია.

პოლიტიკოსი ყვითელი პრესისთვის ყოველთვის საყვარელი გმირი იყო, რადგან ჟურნალისტებს მოდუნების საშუალებას არასდროს აძლევდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.

ბერლუსკონის ბიზნეს-პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ პრემიერს მართლაც უყვარდა საკუთარ აგარაკზე მეძავებთან ერთად გართობა, თუმცა ყველაზე შოკისმომგვრელი ამ ამბავში ის იყო, რომ ბერლუსკონი უპირატესობას არასრულწლოვან გოგონებს ანიჭებდა.

მოგვიანებით მედიაში სილვიოსა და 18 წლის მოდელის - ნოემი ლეტიციას რომანის დეტალები გავრცელდა, რაც პოლიტიკოსის ცოლთან გაყრის მიზეზი გახდა.

3. ნიუ-იორკის ექს-გუბერნატორი, ელიოტ სპიტცერი - "მე მათ მომსახურებას იშვიათად ვიყენებდი"

ელიოტ სპიტცერი, კლინტონის არ იყოს, ნიჭიერი პოლიტიკოსი და ლამაზი გოგონების მოყვარული მამაკაცია. თუმცა მათი გემოვნება სექსუალური პარტნიორის შერჩევისას რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

თუ ყოფილ პრეზიდენტს თეთრ სახლში მომუშავე ახალგაზრდა პრაქტიკანტი გოგონა მოეწონა, ყოფილმა გუბერნატორმა მაღალანაზღაურებად მეძავზე - კრისტენის ფსევდონიმით ცნობილ ეშლი დიუპრეზე შეაჩერა არჩევანი. 

უიღბლო პოლიტიკოსი ღალატში საგადასახადო ინსპექციამ ამხილა. ესკორტის საერთაშორისო სააგენტო Emperors Club VIP-ის ხშირი სტუმარი, კოდირებული სახელით კლიენტი №9, სწორედ ელიოტ სპიცერი აღმოჩნდა. სააგენტო არალეგალურ პროსტიტუციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო 2008 წლის მარტში დახურეს.

4. ისრაელის ექს-პრეზიდენტი, მოშე კაცავი - "ჩემს უდანაშაულობას ბოლომდე დავიცავ"

შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის ექს-პრეზიდენტმა, საკუთარი თავი თავად გახვია სკანდალში. 2006 წელს შანტაჟის თემაზე კონსულტაციისთვის მან იურისტს მიმართა.

პრეზიდენტი ჩიოდა, რომ კანცელარიის ყოფილი თანამშრომელი გაუპატიურებაში სდებდა ბრალს და ამასთან, ფულად კომპენსაციასაც ითხოვდა. გამოძიების შედეგად, მომჩივანი პრეზიდენტი უეცრად თავად იქცა სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილად.

სასამართლომ კაცავს შემდეგი რამ შესთავაზა: დანაშაულის აღიარება, მორალური ზიანის ანაზღაურება და თანამდებობის დატოვება, რაზეც მაშინდელმა პრეზიდენტმა კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა სულ ტყუილად...

2010 წელს თელ-ავივის სასამართლომ პრეზიდენტი სექსუალური ხასიათის ძალადობაში სცნო დამნაშავედ და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

5. რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინი - "ჟურნალისტების სიტყვებში სიმართლის მარცვალიც არ არის"

რუსეთის პრემიერისა და ცნობილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას რომანის შესახებ ხმები თითქმის ყოველთვის დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე ვრცელდება.

გაზეთი "მოსკოვსკი კორესპონდენტ", რომელმაც პუტინის განქორწინებისა და კაბაევასთან მისი კავშირის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, მალევე დაიხურა.

ბავშვი, რომელიც პრემიერისა და სპორტსმენის შვილი ეგონათ, სინამდვილეში ალინას ნათესავი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სკანდალის ორივე გმირმა ჭორი უარყო, საზოგადოება დღემდე დარწმუნებულია მათ შორის ინტიმური კავშირის არსებობაში.

მომზადებულია www.interfax.by-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა