მაიკ მაიერსმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ის კიდევ ერთხელ შეასრულებს ოსტინ პაუერსის როლს.
ფილმი პირველად ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა და საზოგადოების სიყვარული მაშინვე დაიმსახურა.
”სიყვარულის გურუს” უკანასკნელი ისტორია არცთუ წარმატებული იყო და ამიტომ ყველას უჩნდება კითხვა, რატომ ბრუნდება ოსტინ პაუერსი თითქმის ათი წლის შემდეგ?
ამასთან დაკავშირებით ფილმის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ჰოლივუდს უყვარს კინო-ჰიტების გახსენება, ხოლო მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის რისკიანია.
მომზადებულია foxnews.com-ი მიხედვით.