ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა. მომღერლის ათასობით თაყვანისმცემელი მემფისში სანთლებითა და ცრემლებით შეხვდა კერპის დაღუპვის დღეს.
ფანებმა, მომღერლის საფლავი და სახლი ყვავილებით შეამკეს. ელვის პრესლის სიმღერები მთელი ღამე ისმოდა.
უკვე წლებია, 15 აგვისტოს მემფისში მთელი მსოფლიოდან ჩადიან ადამიანები, რომ როკენროლის მეფის გარდაცვალების დღეს ერთად შეხვდნენ. ზოგიერთი მათგანი მომღერლის საყვარელი სათვალის ანალოგს იკეთებს, ზოგიც მასავით იმოსება.
”მას ყველაფერი ჰქონდა, ის იყო სექსუალური და არაჩვეულებრივი ხმის პატრონი. ვერავინ იქნება მისნაირი. ვფიქრობ, ის არ მომკვდარა და არც არასდროს მოკვდება”, - განაცხადა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა.
წელს შეკრებილმა საზოგადოებამ მეორე ამბავიც აღნიშნა. 16 აგვისტოს 55 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ელვის პრესლიმ პირველი ალბომი გამოუშვა. იმ წელს მომღერლის 10 მლნ სინგლი და 800 000 ფირფიტა გაიყიდა.
ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა.
მომზადებულია foxnews.com-ის მიხედვით.