ოზი ოსბორნი და Black Sabbath 30-წლიანი პაუზის შემდეგ გაერთიანდნენ

ოზი ოსბორნი და Black Sabbath 30-წლიანი პაუზის შემდეგ გაერთიანდნენ

ცნობილი ბრიტანელი როკ-მუსიკოსი ოზი ოსბორნი თავის ყოფილ ჯგუფს Black Sabbath-ს 30-წლიანი პაუზის შემდეგ შეუერთდა. 

ოსბორნი ჯგუფიდან 1979 წელს წამოვიდა. ამჟამად კი Black Sabbath-ის გიტარისტთან ტონი აიომისთან, ბასისტთან გიზერ ბატლერთან და დრამერთან ბილ უორდთან ერთად საკონცერტო ტურნესთვის ემზადება.

ბატლერმა განაცხადა, რომ პირველადი შემადგენლობით მსოფლიოს იმ ქვეყნების მოვლას აპირებენ, სადაც წარსულში კონცერტი არ ჩაუტარებიათ და სურთ, ის თაყვანისმცემლები გაახარონ, რომლებსაც Black Sabbath-ის ცოცხალი შესრულება მოსმენილი არ აქვთ. 

ოზი ოსბორნმა 1979 წლის შემდეგ სოლო-კარიერას მიჰყო ხელი და საკმაოდ წარმატებულადაც - მსოფლიოში ოზის 100 მლნ-ზე მეტი დისკია გაყიდული. ოზის წასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს Black Sabbath-ის სოლისტები იყვნენ - დიო, იან გილანი და გლენ ჰიუზი.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება