ენ ჰეთევეიმ გარეპა

ენ ჰეთევეიმ გარეპა

ჰოლივუდის ვარსკვლავ ენ ჰეთეივეის სამსახიობო ოსტატობის გარდა, კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიჭი აქვს - ის მშვენივრად რეპავს. მსახიობმა ეს ტალანტი კონან ო'ბრაიანის შოუს სტუმრობისას წარმოაჩინა. 

შოუში მსახიობი თავის ბოლო ნამუშევარზე Dark Knight Rises-ზე სასაუბროდ მიიწვიეს, სადაც ის ქალ-კატას თამაშობს, მაგრამ ჰეთეუეიმ გადაწყვიტა, გარდა ფილმზე საუბრისა, რეპიც ემღერა, რამაც მაყურებლების გაოცება და დიდი მოწონება დაიმსახურა.

შოუში სტუმრობისას ენმა ასევე აღნიშნა, რომ კარიერის დასაწყისში ძალიან მორიდებული იყო და ყურადღების ცენტრში ყოფნას ვერ ეგუებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ვარსკვლავმა კომპლექსები დასძლია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება