ასი წლის შემდეგ პლანეტის ყოველი მე-3 ბინადარი აფრიკელი იქნება

ასი წლის შემდეგ პლანეტის ყოველი მე-3 ბინადარი აფრიკელი იქნება

მეცნიერების მტკიცებით, 2100 წლისთვის პლანეტის ყოველი მესამე ბინადარი აფრიკელი იქნება. საფრანგეთის დემოგრაფიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი დედამიწის მოსახლეობის რაოდენობაზე ახალ სტატისტიკურ პროგნოზს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად 7 მლრდ-ს ოდნავ აჭარბებს. საუკუნის განმავლობაში ეს ციფრი 9-10 მლრდ-მდე გაიზრდება და სტაბილურად შენარჩუნდება.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წელს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ მხოლოდ 1,1% იმატა, 50 წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 2%-ს აღწევდა.

"წლევანდელი მონაცემებით, ერთი ქალი საშუალოდ 2,5 ბავშვს აჩენს, 1950 წელს კი საშუალო მაჩვენებელი 5 ბავშვი იყო", - ნათქვამია ფრანგი მეცნიერების მოხსენებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობა განსხვავებული ტემპით მრავლდება. ზოგან კლება და მოსახლეობის დაბერების პროცესებია ნავარაუდევი. ამ ცვლილებების შედეგად, შობადობით ქვეყნების რეიტინგი დღევანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვლება.

დღეს მრავალრიცხოვანი მოსახლეობით 3 ქვეყანა ლიდერობს: ჩინეთი (1,33 მლრდ), ინდოეთი (1,17 მლრდ) და აშშ (306,8 მლნ).

2050 წელს სიის სათავეში ინდოეთი მოექცევა, რომლის მოსახლეობაც 1,69მ ლრდ-ს მიაღწევს. ჩინეთი მეორე ადგილზე იქნება 1,31-მილიარდი მოსახლით, მესამე ადგილს კი ნიგერია დაიკავებს 433 მლნ მოქალაქით, აშშ მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდება 423 მლნ-ით. დღესდღეობით ნიგერია მხოლოდ მე-7 ადგილზეა.

"აფრიკის კონტინენტზე გააქტიურებულ დემოგრაფიულ პროცესებს თუ გათვალისწინებთ, 2100 წლისთვის პრაქტიკულად ყოველი მესამე დედამიწელი აფრიკის მკვიდრი იქნება", - აცხადებენ ფრანგი მეცნიერები.

მომზადებულია ined.fr-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა