ანდერს ბრეივიკი თაგვის გასრესვას ნანობს

ანდერს ბრეივიკი თაგვის გასრესვას ნანობს

ნორვეგიელი ტერორისტი, რომელმაც ორმაგი ტერორისტული აქტი განახორციელა და 77 ადამიანი მოკლა, თაგვის გასრესის გამო იტანჯება.

თაგვი მან მანქანით მაშინ გაჭყლიტა, როდესაც ოსლოდან ჩრდილოეთის მიმართულებით ხელნაკეთი ნაღმის დასამზადებლად მიემგზავრებოდა.

გამომძიებლებთან საუბრისას ბრეივიკი თაგვის სიკვდილს სინანულით იხსენებს, მაშინ, როდესაც მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 77 ადამიანის გარდაცვალებას არაფრად აგდებს.

ფსიქიატრ ულფ აასგარდის თქმით, ბრეივიკი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა აქვთ, ადამიანებთან მიმართებაში კი აბსოლუტურად გულგრილები არიან.

აასგარდი აქვე აღნიშნავს, რომ ბრეივიკს ეს გრძნობა სხვებთან შედარებით, გაცილებით მძაფრად აქვს განვითარებული.

მომზადებულია www.thesun.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა