კოლინ ფერტი და კერი მილიგანი "ჩემი მშვენიერი ლედის" ახალ ეკრანიზაციაში

კოლინ ფერტი და კერი მილიგანი "ჩემი მშვენიერი ლედის" ახალ ეკრანიზაციაში

ჰოლივუდში ბერნარ შოუს უკვდავი პიესის, "პიგმალიონის" მორიგ ეკრანიზაციას იღებენ.

მსახიობსა და სცენარისტს, ემა ტომფსონს "ჩემი მშვენიერი ლედის" რიმეიქის სცენარი დიდი ხანია მზად აქვს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, პროექტი გარკვეული ხნით შეჩერებული იყო. სცენარის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ელიზა დულიტლის როლი კირა ნაიტლის, პროფესორი ჰიგინსის როლი კი ჰიუ გრანტს უნდა შეესრულებინა.

პროექტის განახლების შემდეგ მსახიობთა შემადგენლობაც შეიცვალა. საბოლოოდ ელიზა დულიტლის როლზე კერი მილიგანი, პროფესორის როლზე კი კოლინ ფერტი შეარჩიეს.

ფილმის პირველი წარუმატებელი კასტინგის გამო პროდიუსერი დანკან კენუორტი სხვა მსახიობების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ფილმს კომპანია Columbia Pictures იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის გადამღები ჯგუფის შემადგენლობა დამტკიცებული არ არის, კინოსტუდია ფილმის ეკრანებზე გამოსვლას 2012 წლისთვის გეგმავს.

"პიგმალიონის" მიხედვით, პირველი კინომუზიკლი "ჩემი მშვენიერი ლედი" 1964 წელს გადაიღეს. ფილმში მტავარი როლები ოდრი ჰეპბერნმა და რექს ჰარისონმა შეასრულეს.

მომზადებულია dailytelegraph.com.au-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება