ჰოლივუდის ვარსკვლავი სანდრა ბალოკი და მსახიობი რაიან რეინოლდსი დაინიშნენ - ამ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
სანდრა და რაიანი ერთმანეთს 2010 წლის დეკემბრიდან ხვდებიან. წყვილმა შეხვედრა მას შემდეგ დაიწყო, რაც რაიან რეინოლდსი მეუღლეს, სკარლეტ იოჰანსონს ოფიციალურად გაეყარა. დაშორების ინიციატორი სკარლეტი იყო.
რაც შეეხება ბალოკს, ის ქმარს, ჯესი ჯეიმსს შარშან მარტში დაშორდა. მიზეზი ჯესის ღალატი იყო.
დანიშვნის თაობაზე, ჯერჯერობით, ბალოკსა და რეინოლდსს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
მომზადებულია Hollywoodlife.com-ის მიხედვით.