ლიკა ყაზბეგის ჩვენება ყაზბეგში

ლიკა ყაზბეგის ჩვენება ყაზბეგში

3 სექტემბერს დაბა სტეფანწმინდაში "ყაზბეგობის" სახალხო დღესასწაული ლიკა ყაზბეგის მოდელების ჩვენებით გაიხსნება. ლიკა ყაზბეგის 10 მოდელი სხვადასხვა ქართველი დიზაინერის ნაციონალურ თემატიკაზე შექმნილ ტანისამოსს წარადგენს.

როგორც ”ამბები.გე”-ს ლიკა ყაზბეგმა განუცხადა, ხევში მოდების ჩვენება პირველად იმართება.

”მოდების ჩვენება ყაზბეგში ჯერ არასდროს გამართულა. მუნიციპალიტეტის თავმჯომარე დამიკავშირდა და მთხოვა, სწორედ ჩემი ჩვენებით გაიხსნას წლევანდელი ”ყაზბეგობა”, - აღნიშნა ლიკამ.

”ყაზბეგობის” ლიკა ყაზბეგის მოდელების ჩვენებით გახსნა სიმბოლურია - ლიკა წარმოშობით ყაზბეგიდან არის.

”ყაზბეგი ჩემი ფსევდონიმია, თორემ მეხუთე თაობის თბილისელი ვარ, მიუხედავად ამისა, არ ვივიწყებ, რომ ჩემი წინაპრები ხევიდან იყვნენ, არ მინდა დავივიწყო ჩემი კუთხე”, - აღნიშნა ლიკამ.

”ყაზბეგობას” სტეფანწმინდაში 3 სექტემბერს აღნიშნავენ. დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იგეგმება. 

გოგა ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება