წლევანდელი MTV Video Music Awards-ის გამარჯვებული კეტი პერი გახდა

წლევანდელი MTV Video Music Awards-ის გამარჯვებული კეტი პერი გახდა

MTV Video Music Awards-მა წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეო-კლიპები გამოავლინა. კონკურსის მთავარი ჯილდო - "წლის ვიდეო" მაყურებელთა ფავორიტს, კეტი პერის, კლიპისთვის "Fireworks" ერგო. ამერიკელი მომღერალი, რომელიც სცენაზე უცნაური ფორმის თავსაბურავით ავიდა, MTV-ის 9 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.  

ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ვიდეო - ქალი მომღერალი",  MTV -ის რჩეულმა ეპატაჟურმა ლედი გაგამ გაიმარჯვა. იგი ცერემონიაზე მამაკაცური სამოსითა და ელვის პრესლის ვარცხნილობით გამოჩნდა. 

მომღერალი სცენაზე ეწეოდა, როიალზე ხოხავდა და რამდენჯერმე ლუდით სავსე ბოთლიც "მიიყუდა". ორიგინალურ ნომერს მუსიკალურად ლეგენდარული ჯგუფის - "ქვინის" წევრი, ბრაიან მეიც აფორმებდა. ამ უცნაური დუეტის გამოსვლა მაყურებელმა მქუხარე აპლოდისმენტებით შეაფასა.

ნომინაციაში - "საუკეთესო პოპ-ვიდეო", ჯილდო ბრიტნი სპირსმა მოიპოვა. ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ვიდეო - მამაკაცი მომღერალი" ახალგაზრდა კანადელმა შემსრულებელმა ჯასტინ ბიბერმა გაიმარჯვა, კლიპისთვის - U Smile.

17 წლის ბიბერი დაჯილდოებაზე მეგობარ გოგონასთან ერთად გამოცხადდა. იგი კვლავ თინეიჯერი გოგონების კერპად რჩება, მიუხედავად ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებისა, რომლის მიხედვით, ბიბერი ყველაზე მომაბეზრებელ მედია-პერსონად დასახელდა. რესპოდენტების 47% სიამოვნებით დაივიწყებდა მის სახელს.

როკის შემსრულებელთა შორის "საუკეთესო როკ-ვიდეოსთვის" კვარტეტი Foo Fighters-ს დაჯილდოვდა, კომპოზიციისთვის - Walk, ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებლად კი შავკანიანი ნიკი მინაჟი დასახელდა.

MTV-ის წლევანდელ შოუს მუდმივი წამყვანი არ ჰყოლია - ეს ფუნქცია კონცერტის მონაწილეებმა შეითავსეს. საღამოზე გარდაცვლილი მომღერალი ემი ვაინჰაუსიც გაიხსენეს.

Video Music Awards  პრემია ასტრონავტის მინიატურული ქანდაკებაა, რომელსაც ხელში მუსიკალური არხის ლოგოს ამსახველი დროშა უჭირავს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება