ლინდსი ლოჰანი სერფინგით ერთობა

ლინდსი ლოჰანი სერფინგით ერთობა

აგვისტოს ცხელ დღეებში მსახიობი ლინდსი ლოჰანი მალიბუს სანაპიროებზე სერფინგით ერთობა.

პაპარაცები ლინდსის ბარებსა და რესტორნებში უფრო ხშირად ხვდებიან ხოლმე, ამიტომ ყველა გაოცდა, როდესაც გოგონას ექსტრემალური სპორტისადმი სიყვარული შეატყვეს.

სერფინგის დაფაზეც კი ჰოლივუდის ვარსკვლავს არ დავიწყებია მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთება.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ლინდსის მორიგი ფოტოსესია იყო ჟურნალ Love Cat-ისთვის, თუმცა ვარსკვლავი საკმაოდ კარგადაც ცურავს.

ლინდსი კანონს ხშირად არღვევს და სასამართლო გარჩევებიც არ აკლია. ტრადიცია არც ახლა დაურღვევია და მალიბუს სანაპიროზე სიგარეტი მოსწია, რის გამოც დააჯარიმეს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება