მომღერალი და პროდიუსერი ჯეი ზი MTV-ს დაჯილდოვების ცერემონიის დროს, თავის ორსულ მეუღლეზე პატარა ბავშვივით ზრუნავდა.
"ის ეხმარებოდა მეუღლეს სიარულში, ეკითხებოდა, როგორ გრძნობს თავს და რამე ხომ არ სჭირდება. ის ძალიან ყურადღებიანია", - განაცხადა ინკოგნიტო წყარომ.
როგორც სჩანს, ჯეიზი თავის მეუღლეს დღემდე ეფლირტავება. როდესაც ბიონსე მისკენ მიდიოდა, ჯეიზიმ შეჰყვირა - "ჰეი, ვინ არის ეს სექსუალური ქალბატონი, აქეთ რომ მოდის?" - თითქოს მისი მეუღლე კი არა, უცხო ლამაზი ქალი ყოფილიყოს.
ლედი გაგა, რომელიც ცერემონიაზე მამაკაცივით გამოწყობილი მივიდა, შეეცადა კოლეგისთვის ორსულობა მიელოცა, თუმცა ბიონსეს დაცვამ ვერ იცნო და დააკავა.
29 წლის ბიონსე და 41 წლის ჯეიზი წელს დაქორწინდნენ და პირველ შვილს ელოდებიან.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.