პირველი ირანული ბუშერის ატომური ელექტროსადგური ქსელში ჩაერთო და მოსახლეობას ელექტროენერგიას აწვდის, - ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ატომური ელექტროსადგური ეროვნულ ელექტროსისტემაში წუხელ, 23.29 საათზე ჩაერთო. მისი სიმძლავრე ამ დროისთვის 60 მეგავატს შეადგენს. სადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, სიმძლავრე ათას მეგავატამდე გაიზრდება. ატომური ელექტროსადგური ექსპლუატაციაში ოფიციალურად 12 სექტემბრიდან შევა. მანამდე კი ტესტირების რეჟიმში იმუშავებს.
ბუშერის ატომური ელექტროსადგური რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი პროექტია, რომელიც საზღვარგარეთ მდებარეობს. მისი მშენებლობა 1992 წელს დაიწყო, 1998 წელს კი მშენებლობას რუსეთი შეუერთდა.