რუსული ესტრადის პოპ-ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა პოლიტიკაში მიდის. ის მზადაა, პარტია "პრავოე დელოში" გაწევრიანდეს. როგორც მომღერალმა "კომსომოლსკაია პრავდას" განუცხადა, საკმარისია პარტიის დამფუძნებელმა, მილიარდელმა მიხეილ პროხოროვმა სურვილი გამოთქვას, პუგაჩოვა მის გვერდით დადგება.
"თუ დამიძახებს, მივალ, თუმცა პოლიტიკა ფაქიზი საქმეა, განსაკუთრებულ გამჭრიახობას მოითხოვს, მიხეილ დიმიტრევიჩი სწორედ ამ საქმისთვის შესაფერისია", - განაცხადა მომღერალმა.
"ბოლო დროს პოლიტიკის მიმართ ყურადღებას აღარ ვიჩენდი, რადგან ამ სფეროშიც, ისევე როგორც შოუ-ბიზნესში, მუდამ ერთი და იგივე სახეები ტრიალებდნენ. მაგრამ როგორც იქნა, ამ სფეროშიც გამოჩნდა ნამდვილი მამაკაცი და ის მზადაა, ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს", - განაცხადა პუგაჩოვამ.
ბიზნესმენმა მიხეილ პროხოროვმა პარტია "პრავოე დელო" 2011 წლის ივნისში დააფუძნა. რუსული ესტრადის დედას ბიზნესმენთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ალა პუგაჩოვას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანკეტი სწორედ პროხოროვმა დააფინანსა. ბიზნესმენმა აანაზღაურა პოპ-ვარსკვლავის მკურნალობის ხარჯებიც - რუსული პრესის ინფორმაციით, ალა პუგაჩოვა ისრაელის კლინიკაში მკურნალობდა, რომელიც მიხაილ პროხოროვს ეკუთვნის.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.