ჟაკ შირაკმა მეხსიერება დაკარგა

ჟაკ შირაკმა მეხსიერება დაკარგა

პარიზში მორიგი ხმაურიანი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოპასუხე საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი 80 წლის ჟაკ შირაკია. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შირაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმებმა ექს-პრეზიდენტს ანოზოგნოზიის დიაგნოზი დაუსვეს - ეს დაავადება მეხსიერების დაკარგვას იწვევს. მას ზოგჯერ არც კი ესმის, რა ხდება. ამის გამო მოსამართლეები, დაცვის მხარე და პროკურატურა მსჯელობდნენ, აზრი ჰქონდა თუ არა სასამართლო პროცესზე შირაკის პირადად დასწრებას. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს.

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული. გამოძიების მონაცემებით, 1977-95 წლებში პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს შირაკი სამსახურში "მკვდარ სულებს" ქირაობდა, რათა საკუთარი პარტიის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრები მოეზიდა. შირაკს ასევე ბრალად ედება 1992-95 წლებში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და მუნიციპალური სახსრების გაფლანგვა. შირაკს 10 წლადე თავისუფლების აღკვეთა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი 1997-2005 წლებში იყო.

მომზადებულია Euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა