ჯეინ გუდოლის შესახებ ფილმში ანჯელინა ჯოლის გადაიღებენ

ჯეინ გუდოლის შესახებ ფილმში ანჯელინა ჯოლის გადაიღებენ

შიმპანზეების ქომაგი ჯეინ გუდოლი და მსახიობი ანჯელინა ჯოლი ერთად ითამაშებენ.  ”ჯეინის მოგზაურობა” - ასე ერქმევა ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც ჯეინ გუდოლის მოგზაურობას და ბავშვობის პერიოდს მიეძღვნება.

ჯეინ გუდოლი გაეროს მშვიდობის ელჩი, რამდენიმე წიგნის ავტორი, ანთროპოლოგი, ქველმოქმედი და რამდენიმე პრემიის მფლობელია. ცნობილი ქალბატონის გატაცება შიმპანზეებზე ზრუნვაა.

”ძალიან გამიხარდა, როდესაც ანჯელინამ მითხრა, რომ აღფრთოვანეულია ფილმში მონაწილეობით”, - განაცხადა ჯეინმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

”ზოგჯერ ადამიანები მპირდებიან, რომ დამეხმარებიან, თუმცა ვერ, ან არ ასრულებელ ამ დანაპირებს. ანჯელინას შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო”, - განაცხადა ქველმოქმედმა ქალბატონმა.

”ჯეინის მოგზაურობა” კინოთეატრებში 27 სექტემბერს გამოვა. ამასთან, პრემიერაზე ჯეინი მაყურებლის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია people.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება