ჩინეთში მეორე შვილის გაჩენაზე ჯარიმა გაამკაცრეს

 ჩინეთში მეორე შვილის გაჩენაზე ჯარიმა გაამკაცრეს

ჩინეთის ხელისუფლება ქალს, რომელიც, ადგილობრივი კანონის გვერდის ავლით, მეორე შვილს საზღვარგარეთ გააჩენს, ჯარიმას დააკისრებს.

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი წყვილი აჩენს მეორე შვილს საზღვარგარეთ, კონკრეტულად აშშ-სა და კანადაში, შემდეგ კი სამშობლოში ბრუნდება.

"ჯარიმის ოდენობა ადამიანის წლიური შემოსავლის ნახევარი ან მესამედი შეიძლება იყოს. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანი კი ამ კანონდარღვევისთვის ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციულ სასჯელსაც მიიღებს, მაგალითად სამსახურს დაკარგავს", - აღნიშნა ჩინეთის სახალხო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და მოსახლეობის ფაკულტეტის დეკანმა ჟაი ჟენვუმ.

გამონაკლისს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და წყვილები, რომლებიც შვილებს ჩინეთში არ ჩაიყვანენ.

"ვიდრე ისინი ჩინეთის მოქალაქეები არიან და აქ ზრდიან შვილებს, ჯარიმები უნდა იხადონ", - განაცხადეს ჩინეთის დემოგრაფიისა და შობადობის კონტროლის კომისიაში.

ჩინეთის კანონმდებლობის თანახმად, ოჯახში მეორე შვილს უფასო განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უფლება არა აქვს.

მომზადებულია China Daily-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა