ცნობილი რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა საფრანგეთიდან სამშობლოში საყვარელი მამაკაცის - ანტუან არნოს გარეშე დაბრუნდა. ამის მიზეზი ფრანგი ბიზნესმენის მეტისმეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკია. მოდელი ანტუანთან ერთად სამშობლოში რომანტიკულ მოგზაურობას აპირებდა.
სექტემბრის ბოლოს ვოდიანოვას ალტაიში საყვარელ მამაკაცთან ერთად მორიგი საბავშვო მოედანი უნდა გაეხსნა. მოდის რამდენიმე ბრენდის მფლობელი არნო ამჟამად საშობაო ჩვენებებს ამზადებს, რის გამოც ნატალია რუსეთში მარტო ჩავიდა.
მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.