ოსკაროსანი მსახიობი ქეით უინსლეტი ხშირად აკრიტიკებს მსახიობებს, რომლებიც კამერების წინ გაშიშვლებას არ ერიდებიან. თუმცა ”ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო” - ქეითი ეკრანზე ხშირად იხდის და საკუთარ თავს "ათწლეულის ფარისეველს" უწოდებს. ამის შესახებ მსახიობმა ჟურნალ "V"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ვერ ვიტან ამას... შევდივარ გადასაღებ მოედანზე და ვამბობ, "ჯანდაბას, თანახმა ვარ"... თუ ნანობ, ან გადაღების გადადება გსურს, ამით საწოლის სცენას ვერსად გაექცევი", - ამბობს ქეითი.
ქეით უინსლეტი პირველად "ტიტანიკში" გაშიშვლდა. 2009 წელს კი ჟურნალ Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ "არ სურდა ისეთი მსახიობი გამხდარიყო, რომელიც მხოლოდ იხდის".
თუმცა უინსლეტმა სიტყვა ისევ ვერ შეასრულა და მინი-სერიალ "მილდრედ პირსის" გადაღების დროს ისევ გაშიშვლდა.
"ეს ნამდვილად ათწლეულის ფარისევლად მაქცევს", - აცხადებს კინოვარსკვლავი.
მომზადებულია Contact Music-ის მიხედვით.