ამანდა სეიფრიდს სასიყვარულო სცენების განსახიერება "სიამოვნებას ანიჭებს”. ”ჩემი პარტნიორები ჩემი ასაკის არიან. ასე რომ, რატომაც არა? ეს ძალიან სახალისოა”, - განაცხადა ახალგაზრდა ვარსკვლავმა.
როგორც ამანდა აღნიშნავს, მისი საყვარელი ფილმი ”ჯენიფერის სხეულია”, სადაც მსახიობს პარტნიორობას მეგან ფოქსი უწევს.
”ჩვენ გვქონდა საკმაოდ ახლო კადრი, სადაც ვეფერებოდით ერთმანეთს. ეს ნამდვილად ძალიან სექსუალური სცენაა. მე და მეგანს კარგი კოცნა გამოგვივიდა”, - აცხადებს ვარსკვლავი.
არც უკანასკნელი ფილმი“in time” განიცდის თამამი სცენების ნაკლებობას, აქ ამანდას პარტნიორობას ჯასთინ თიმბერლეიქი უწევს.
”ფილმში ”მეგობრული სექსი” ჯასთინის გმირს ყოველდღე სექსი ჰქონდა, ამიტომ მას თავი პროფესიონალურად ეჭირა”, - აღნიშნა სეიფრიდმა.
ფილმი ეკრანებზე 28 ოქტომბერს გამოვა.
მომზადებულია popcornnews.ru-ის მიხედვით