ვლადიმერ პუტინმა როიალზე დაკვრის მანერა დახვეწა

ვლადიმერ პუტინმა როიალზე დაკვრის მანერა დახვეწა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ მოახდინა თავისი მუსიკალური ნიჭის დემონსტრირება.

რუსეთის ნაციონალურ თეატრში, სადაც ის მოსკოვის მერთან, სერგეი სობიანინთან ერთად მივიდა, პუტინმა როიალზე დაუკრა, პრემიერის აკომპანიმენტის თანხლებით კი მსახიობებმა სიმღერა - "საიდან იწყება სამშობლო" შეასრულეს.

პუტინის საფორტეპიანო ნიჭი საზოდაგოებამ ერთხელ უკვე შეაფასა, როცა მან სანკტ-პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე საკმაოდ წარუმატებლად დაუკრა. ამჯერად მისმა თანმხლებმა ჩინოვნიკებმა სახელმწიფოს მეთაურის შესრულების მანერა მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ვლადიმეროვიჩი უფრო ”თავდაჯერებულად” უკრავდა.

პუტინმა ნაციონალური თეატრი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით მოინახულა. თეატრი, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, პრემიერმა ყურადღებით დაათვალიერა. მსახიობებთან ერთად ჩაიც მიირთვა და პრემიერებზე დასწრებასაც დაპირდა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სერგეი მირონოვის თხოვნით, პრემიერმა სცენაზე ვერცხლის მონეტაც დააჭედა. როგორც მას აუხსნეს, ეს ძველისძველი ტრადიცია იყო და მას ახალგახსნილი თეატრისთვის წარმატება მოჰქონდა. ”თქვენ კი ყველაზე იღბლიანი ხართ, არც ტანკში იწვით და თვითმფრინავსაც კარგად მართავთ”, - მიმართა პუტინს თეატრის ხელმძღვანელმა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა