რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი "კონფუცის სახელობის მსოფლიო პრემიის" ნომინანტად დაასახელეს. დაჯილდოვების ცერემონია ჩინეთში გაიმართება.
პუტინის გარდა, პრემიაზე ნომინირებულნი არიან: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, ჰიბრიდული ბრინჯის შემქმნელი იუან ლუნპინი, პანჩენ-ლამა გიალჩენ ნერბუ, რომელიც ტიბეტში ძალაუფლებით მეორე ლამად მიიჩნევა.
კონფუცის პრემიის ლაურეატს 9 დეკემბერს გამოავლენენ, ანუ ის "ნობელის პრემიის" ცერემონიამდე 1 დღით ადრე გაიმართება.
პრემიის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩინურ პრემიას "ნობელის პრემიასთან" საერთო არაფერი აქვს და მისი მიზანი აღმოსავლეთის ინტერესების გათვალისწინებაა. ნომინანტების შერჩევაში 20 ჩინელი მეცნიერი და ხელოვანი მონაწილეობდა. პანჩენ-ლამა პრემიაზე ჩინეთში ჰარმონიის დამყარებისთვის, ანგელა მერკელი კი ევროპაში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის წარადგინეს, მაგრამ რა მიზეზით მოხვდნენ სიაში ვლადიმერ პუტინი და ჯეიკობ ზუმა, უცნობია.
"კონფუცის სახელობის პრემიის" დაჯილდოვების ცერემონია პირველად 2010 წელს გაიმართა. მაშინ ჯილდო ტაივანის პრეზიდენტმა ლიან ჩჟანმა მიიღო.
მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.