ცნობილი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი რუსეთში ორი ახალი მუზეუმის დაარსებას გეგმავს. ერთ-ერთი მუზეუმი "ქალის მუზეუმი" იქნება, რისთვისაც ხელოვანი შესაფერის ქალაქს არჩევს. მისი თქმით, ამ უნიკალურ პროექტს საფუძვლად ძალიან მდიდარი საარქივო მასალა დაედება.
"ამ მუზეუმში თავს მოიყრის ყველაფერი, რაც ქალს შეეხება, ძირითადად, ხელოვნების მინუშები. თუმცა მასალები წარმოდგენილი იქნება სპოტრის, პოლიტიკისა და მედიცინის სფეროდანაც. ეს მუზეუმი ქალის ავტორიტეტს გაზრდის და მამაკაცებისთვისაც საინტერესო იქნება. მუზეუმის კონცეფცია უკვე დამუშავებულია და მხოლოდ პროექტის დეტალებია შესათანხმებელი", - აცხადებს წერეთელი. მისი თქმით, მუზეუმისთვის ქალაქი ჯერ შერჩეული არ არის, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ ის აუცილებლად რუსეთში განთავსდება.
მხატვარი მეორე მუზუმის პროექტზეც მუშაობს, რომელიც რუსეთის სამხატვრო აკადემიის ეზოში უნდა აშენდეს. აქ ახალბედა მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება.
"მინდა, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი ნიმუშები სადღაც დერეფნებში კი არა, ნორმალურ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინონ", - აცხადებს წერეთელი.
მან თავის ბოლო ნამუშევარი ახლახან დაასრულა. 126-მეტრიანი კოლუმბის ქანდაკება აშშ-ში უნდა დაიდგას.
მომზადებულია newizv.ru-ს მიხედვით.