”ჩარლის ანგელოზები” ბრუნდება

”ჩარლის ანგელოზები” ბრუნდება

22 სექტემბერს ABC-ს ეთერში "ჩარლის ანგელოზების" რიმეიქის პრემიერა გაიმართება. სამი საიდუმლო აგენტი ქალის ისტორია სერიალის სახით ამერიკულ ტელეარხზე 1976-1981 წლებში გადიოდა.

მოგვიანებით სერიალის მიხედვით ფილმებიც გადაიღეს, რომელშიც მონაწილეობა დრიუ ბერიმორმა, კემერონ დიასმა და ლუსი ლიუმ მიიღეს.

2011 წლის 17 მაისს ტელეარხმა განაცხადა, რომ სერიალის განახლებას აპირებს. განახლებული "ჩარლის ანგელოზების" პრემიერა ფილმის პირველი პრემიერიდან 35 წლის შემდეგ გაიმართება.

რიმეიქის გადაღებები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, როდესაც სცენარისტმა ჯოშ ფრიდმენმა მისი საპილოტე ვერსია შექმნა.

"პერსონაჟების ხასიათი რეალურია, ისინი ემოციურად გაწონასწორებულნი არიან და ძალიან ხალისიანები. იცვამენ შესანიშნავად და ხსნიან დანაშუალებს. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებისთვის ეს სურპრიზი იქნება და გვინდა, რომ "ჩარლის ანგელოზების" ახალი თაობა შევქმნათ", - განაცხადა რობერტ ვაგნერმა, ამერიკული ტელევიზიის ვარსკვლავმა.

ახალ "ჩარლის ანგელოზებში" საიდუმლო აგენტების როლს რეიჩელ ტეილორი, მინკა კელი და ენი ლოზეჰი ასრულებენ. ხოლო მათი ხელმძღვანელის როლი რამონ როდრიგესს ერგო.

მოზმადებულია abc.go.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება