”ნიარევი სახის” რიმეიქზე მუშაობა დაიწყეს

”ნიარევი სახის” რიმეიქზე მუშაობა დაიწყეს

1983 წლის ლეგენდარული ფილმის ”ნაიარევი სახის” რიმეიქზე მუშაობა უკვე დაწყებულია. განახლებულ ვერსიას კომპანია universal pictures იღებს. რიმეიქის პროდიუსერები ვეტერანი მარკ შმუგერი და მარტინ ბეგმანი არიან.

პროექტი დაწყებით სტადიაზეა, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ ახალი ”ნაიარევი სახე” არა გაგრძელება, არამედ ფილმის რიმეიქი იქნება. 

აქამდე მისი ორი ვერსია არსებობდა. პირველში, რომელიც 1932 წელს გადაიღეს, მთავარ როლს პაულ მუნი-ჯორჯ რაფტი, ხოლო მეორეში - ალ პაჩინო ასრულებდნენ.

ორივე ფილმი განგსტერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს და ორივე თავისი დროის ერთგვარ სარკეს წარმოადგენს.

1932 წლის ”ნაიარევი სახე” ჩიკაგოში შეიქმნა. ის იტალიური და ირლანდიური წარმოშობის ბანდიტურ დაჯგუფებათა  კონტრაბანდულ საქმიამობას აღწერს. 1983 წლის ფილმის მთავარი თემა კი კოკაინია.

ახალი ”ნაიარევი სახე” თანამედროვე ”ამერიკული ოცნების” შავ ხედვაზე მოგვითხრობს.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება