სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი საიდუმლოდ იქორწინებენ

სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი საიდუმლოდ იქორწინებენ

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა რაიან რეინოლდსმა და სანდრა ბალოკმა საიდუმლო ქორწილი დაგეგმეს. დაქორწინების იდეა სანდრასა და რაიანს ვაიომინგში დასასვენებლად ყოფნის დროს გაუჩნდათ. ქორწინებაზე სანდრა წლინახევრის ვაჟმა, ლუიმ დაითანხმა, რომელიც პოტენციურ მამიკოს ძალიან შეეჩვია.

"როდესაც სანდრამ დაინახა, რომ რაიანი და ლუი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ, მან გადაწყვეტილება იოლად მიიღო. მათ უკვე საიდუმლო ქორწილის დეტალების განხილვა დაიწყეს. ქორწილში ისინი ფეხშიშველნი მივლენ, ეს მათი თავისუფალი და ნებაყოფლობითი ცხოვრების სტილის გამომხატველი იქნება", - აცხადებს ანონიმური წყარო.

რაიან რეინოლდსი მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს 2011 წლის ივლისში ოფიციალურად დაშორდა. "სკარლეტს არ აღიზიანებს სანდრა და ის ფაქტი, რომ ახლა ისინი ერთად არიან", - აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში ბალოკმა რეინოლდსთან რომანი და ფეხმძიმობის ფაქტი უარყო, თუმცა ეს მან არა თავად, არამედ ერთ-ერთი ამერიკული ტელეშოუს წამყვანის პირით გააკეთა.

მომზადებულია Star-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება