ბრუსელში მუსლიმანმა მამაკაცმა პოლიციელს სცემა, რომელიც მისი მეუღლისგან ჩარდის მოხნას მოითხოვდა. ჩადრი ქალს სახეს მთლიანად უფარავდა, პოლიციელს კი მისი ვინაობის დადგენა სურდა.
ინციდენტი ბრიუსელის სენ-ჟოსის კომუნაში მოხდა - პოლიციელებმა ქუჩაში მიმავალი მამაკაცი გააჩერეს, რომელსც გვერდით ტრადიციულ მუსლიმანურ სამოსში გამოწყობილი ქალი მიჰყვებოდა.
ჩარდის მოხსნის მოთხოვნის შემდეგ მამაკაცი ერთ-ერთ პოლიციელს თავს დაესხა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მეორეს კი მოკვლით დაემუქრა, თუ ისინი მის მეუღლეს ძალადობრივი გზით აიძულებდნენ, რომ მათთვის სახე ეჩვენებინა.
ფიცხი მუსლიმანი დააკავეს და წესრიგის დამცველის განზრახ დაშავების ბრალდება წაუყენეს. მუსლიმანის მეუღლეს კი ჩადრის ტარებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრის აკრძალვის შესახებ კანონი ბელგიაში 2011 წლის 23 ივლისს შევიდა ძალაში. კანონდარღვევა 7-დღიან პატიმრობასა და 137 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც ჩადრის ტარება კანონით აიკრძალა, საფრანგეთი იყო.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.