2012 წლის 23 აპრილს Lunt-Fontanne-ში ბროდვეიზე ცნობილი ფილმის, "მოჩვენების" თეატრალური ვერსია დაიდგმება. "მოჩვენებას" მიუზიკლად დადგამენ.
ოსკაროსანი ფილმის სცენარისტმა ბრუს ჯოელ რუბინმა განაცხადა, რომ უკვე ასრულებს ახალ სცენარსა და სიმღერის ტექსტებზე მუშაობას. მასთან ერთად გრემის მფლობელი პროდიუსერი გრემ ბალარდი და მეთიუ ვარჩუსი მუშაობენ.
დარჩება თუ არა "მოჩვენების" ცნობილი საუნდტრეკი Unchained Melody მის თეატრალურ ვერსიაში, ჯერ უცნობია.
მომზადებულია perezhilton.com-ის მიხედვით.