ჯერ კიდევ დავით-დეფის ლიტერატურული სახელის გარშემო ატეხილი სკანდალი არ დამთავრებულა, რომ მუსიკოსმა ნიკა მემანიშვილმა მოულოდნელად საზოგადოება გააოცა. რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასეთი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: "ძვირფასო მეგობრებო, გატყობინებთ ჩემს გადაწყვეტილებას: ამიერიდან საქართველოს საზღვრებს გარეთ აფიშებზე, აუდიოვიდეო ალბომებზე და საჯარო გამოსვლებზე, ჩემი სახელი განისაზღვრება შემდეგნაირად: ნიკოლოზ რაჭველი (NIKOLOZ RACHVELLY). ეს არის ჩემი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება ჩემი მშობლიური კუთხის მიმართ. მე მინდა, ყველა ჩემი შემოქმედებითი ნაბიჯი (წარმატების შემთხვევაში) ასოცირდებოდეს საქართველოს ულამაზეს კუთხესთან - რაჭასთან!!!
იმედია, არ დამძრახავთ (განსაკუთრებით მემანიშვილები), მე ყოველთვის ვრჩები ჩემი საგვარეულოს ერთგულ წარმომადგენლად და ჩემი ღირსეული წინაპრების დიდ პატივისმცემლად".
ნიკა მემანიშვილის, იმავე ნიკოლოზ რაჭველის ამ საჯარო განცხადებას, სოციალურ ქსელში 125 მოწონება აქვს. არც მემანიშვილებს დაუძრახავთ და ამიერიდან აფიშებზე, როდესაც მის ფოტოს დაინახავთ და იქ მემანიშვილის მაგივრად რაჭველი ეწერება, აღარც თქვენ გაგიკვირდებათ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)