შაკირამ ჟერარდ პიკე მიატოვა

შაკირამ ჟერარდ პიკე მიატოვა

მომღერალმა შაკირამ ფეხბურთელი ჟერარდ პიკე მიატოვა, - ამ ინფორმაციას ესპანური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, პრესა წერს, რომ შაკირამ პიკე ღალატის გამო მიატოვა. მათი თქმით, როდესაც ვარსკვლავი გასტროლებზე იმყოფებოდა, სპორტსმენი მას მუდმივად ღალატობდა. იმასაც ამბობენ, რომ მას ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა, რომელსაც პიკეს გვერდით ამ სტატუსით ცხოვრება მობეზრდა.

ტაბლოიდები მსგავს ფინალს  წყვილს არაერთხელ უწინასწარმეტყველებდნენ, მიზეზად კი შაკირას ასაკს ასახელებდნენ. ის ფეხბურთელზე 10 წლით უფროსია.

სანამ შაკირა პიკესთან ურთიერთობას არკვევს, მის ყოფილ საქმროს ანტონიო დე ლა რუას ახალი რომანი აქვს. მისი რჩეული მის "კოლუმბია-2009"-ს ტიტულის მფლობელი დანიელა რამოსია.

მომზადებულია celebs.gather.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება