მიშელ პფაიფერი 53 წლისაა, მაგრამ კვლავ შესანისნავად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ მიშელმა ინტერვიუ ჟურნალ "ელს" მისცა, სადაც პლასტიკური ქირურგიით ვარსკვლავების გატაცება დაგმო.
"შეიძლება ადამიანმა პლასტიკური ქირურგის დახმარებით ფიზიკური ნაკლი გამოასწოროს, მაგრამ არ შეიძლება ეს გატაცებად გექცეთ. მრავალი ადამიანი მინახავს, რომლებმაც პირდაპირი გაგებით, ”სახე დაკარგეს”. ეს საშინელებაა", - აცხადებს პფაიფერი.
მიშელ პფაიფერი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მას მეუღლე დევიდ კილი და ორი შვილი - ჯონი და კლაუდია ჰყავს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.