პოლ მაკარტნი 9 ოქტომბერს მესამედ ქორწინდება

პოლ მაკარტნი 9 ოქტომბერს მესამედ ქორწინდება

69 წლის პოლ მაკარტნისა და მისი საცოლის, ნენსი შეველის საქორწინო ცერემონია 9 ოქტომბერს ლონდონში, ვესტმინსტერის ქორწინების სასახლეში გაიმართება. წვეულებას სულ 30 სტუმარი დაესწრება.

პოლ მაკარტნი და ნენსი შეველი უკვე 4 წელია, ერთად არიან. მათ ერთმანეთი ნიუ-იორკში, ჰემპტონსში გაიცნეს.

მაკარტნის პირველი მეუღლე ლინდა 1998 წელს მკერდის კიბოთი გარდაიცვალა, მეორედ მუსიკოსმა მოდელთან ჰიზერ მილსთან იქორწინა, მათი ურთერთობა 2008 წელს სკანდალური გაყრით დასრულდა.

ნენსი შეველი ნიუ-იორკის სატრანსპორტო დეპარტამენტის ტოპ-მენეჯერია, რომელსაც მამამისი ფლობს. შეველს პოლის შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ეს ნენსისთვის მეორე ქორწინებაა, მან პროფესიით ადვოკატ ბრუს ბლეიკმანთან 20 წელი იცხოვრა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება