ბიონსეს კვლავ პლაგიატში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ ბიონსეს ახალი კლიპის - Countdown-ის პრეზენტაცია გაიმართა. ბელგიელი ქორეოგრაფი ანა ტერეზა დე კერსმეკერი ვიდეოს ავტორებს, ქორეოგრაფებს - ქუინ ბეისა და ადრია პრეთის საკუთარი ქორეოგრაფიით დადგმული ცეკვის მოპარვაში სდებს ბრალს.
ვიდეოში, სადაც ანასა და ბიონსეს ნამუშევრებია შედარებული, კარგად ჩანს ილეთებს შორის მსგავსება. ქორეოგრაფი აცხადებს, რომ არასოდეს უთანამშრომლია ბიონსესა და მის ჯგუფთან.
"ეს ქურდობაა. მათ აიღეს რაღაც ნაწილები ვიდეოდან. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ არც კი ცდილობენ ამის დამალვას. არც კი ნერვიულობენ. ალბათ ჰგონიათ, რომ რადგან ვიდეო პოპულარულია, მისი დაუკითხავად აღება შეიძლება. ჩემთვის არავის არაფერი გადაუხდია", - აცხადებს ქორეოგრაფი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილ მომღერალს პლაგიატში სდებენ ბრალს. გასულ ზაფხულს მას იტალიერი პოპ-ვარსკვლავის Lorella Cuccarini-ს კოპირებაში ადანაშაულებდნენ. მაშინ ბიონსემ Billboard Music Awards-ზე სპეციალური განათებისა და ვიდეო-ეფექტების მეშვეობით დადგა შოუ.
" ჩემმა ვიზაჟისტმა მანახა ლორელას შოუ, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა", - განაცხადა მაშინ ვარსკლავმა.
მომზადებულია aceshowbiz.com-ის მიხედვით.